"ბებერი ქალბატონის" დირექტორები ბეპე მაროტა და ფაბიო მატრიჩი "ნაპოლის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და კავანის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყეს.
ტურინელების პირველი შეთავაზება ასეთი იყო - 15 მილიონი ევრო და ალესანდრო მატრი, რაზეც ნეაპოლელებმა უარი განაცხადეს.
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი საერთოდ გამორიცხა ურუგვაელის გაყიდვა, თუმცა "იუვენტუსი" თავისას არ იშურებს.
მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით