ტურინის "იუვენტუსი": ედინსონ კავანის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო და ალესანდრო მატრი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" "ნაპოლის", ედინსონ კავანის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.

"ბებერი ქალბატონის" დირექტორები ბეპე მაროტა და ფაბიო მატრიჩი "ნაპოლის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და კავანის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყეს.

ტურინელების პირველი შეთავაზება ასეთი იყო - 15 მილიონი ევრო და ალესანდრო მატრი, რაზეც ნეაპოლელებმა უარი განაცხადეს.

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი საერთოდ გამორიცხა ურუგვაელის გაყიდვა, თუმცა "იუვენტუსი" თავისას არ იშურებს.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული