რომის "ლაციო" შესაძლოა სერია A-დან გაირიცხოს

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" იტალიის ოლიმპიურ კომიტეტთან კვლავ კონფლიქტი აქვს.

კლუბს რომის ოლიმპიური სტადიონის მაღალი საიჯარო ღირებულება აშფოთებს, რომელზეც გუნდი საშინაო დაპირისპირებებს ატარებს.

ამის შესახებ იტალიურ პრესაში იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი პეტრუჩიმ განაცხადა.

"პრობლემები იგივეა, რაც ადრე იყო. "ლაციოს" ჩვენთან კონტაქტი არ სურს. ამ შემთხვევაში კლუბი შესაძლოა სერია A-დან გაირიცხოს", - თქვა პეტრუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში საშინაო დაპირისპირებებს რომაული კლუბი პალერმოში გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული