"ტიაგო სილვას ტრანსფერზე დიდი მოთხოვნაა. მისი შეძენა ესპანურ და ინგლისურ ტოპ-კლუბებს სურთ, მაგრამ ის "მილანში" დარჩება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სილვა იბრაჰიმოვიჩივითაა, ისიც გუნდის ლიდერია.
რაც შეეხება კარლოს ტევესს, მატარებელმა უკვე ჩაიარა. კოლაროვი? მისი შეძენით არასდროს ვიყავით დაინტერესებულები; მით უმეტეს, რომ მის პოზიციაზე ოთხი ფეხბურთელი გვყავს.
ზეედორფთან არ მილაპარაკია, ამიტომ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ფლამინი ჯერ კიდევ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე ფიქრობს. აკვილანი და მაქსი ლოპესი იჯარის ვადის დასრულების შემდეგ თავიანთ კლუბებში
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით