ესპანური კლუბი ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს იხდის. ამას გარდა, თუ გარიგება შედგება, "რომას" ნახევარმცველ ფერნანდო გაგოს უსასყიდლოდ დაუთმობენ.
"რომასთან" ოსვალდოს კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე მოქმედებს. მიმდინარე სეზონში "ესპანიოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.