ალეშანდრო პატო მწყობრშია

AutoSharing Option
"მილანის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ალეშანდრო პატომ ტრავმა მოიშუშა და მწყობრში ჩადგა.

პატომ სხვადასხვა ტრავმის გამო თითქმის მთლიანი სეზონი გამოტოვა. მან "როსონერის" ოფიციალურ მატჩებში მხოლოდ 18-ჯერ ითამაშა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო ტესტები ჩააბარა და სათამაშოდ მზადაა.

სულ მალე პატო ბრაზილიის ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ბრაზილიის ეროვნული გუნდის მეტოქეები აშშ-ის, მექსიკის, დანიის და არგენტინის ნაკრებები იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული