სავარაუდოდ, დროგბას ხელფასი წელიწადში 4-5 მილიონი ევრო იქნება. თუმცა ტურინულმა კლუბმა კონკურენცია უნდა გაუწიოს "შანჰაი შენჰუას", რომელიც დროგბას წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
იტალიელებს იმის იმედი აქვთ, რომ დროგბა უპირატესობას მიანიჭებს კარიერის ევროპაში გაგრძელების ვარიანტს. გარდა ამისა, ის ჩემპიონთა ლიგაშიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით