35 წლის თავდამსხმელი მარკო დი ვაიო, რომელიც 2011/12 წლის სეზონის ბოლოს "ბოლონიას" დატოვებს, კარიერას კანადაში გააგრძელებს.
იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის გადაბირების შესახებ კანადურმა კლუბმა "მონრეალ იმპაქტმა" განაცხადა.
დი ვაიოს მონრეალური გუნდის მოთამაშის რანგში 28 მაისს წარადგენენ, თამაშით კი იქ მხოლოდ 27 ივნისის შემდეგ ითამაშებს, როდესაც მისი ტრანსფერი ოფიციალურად დარეგისტრირდება ამერიკის პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგაში.
დი ვაიომ თავისი კარიერის მანძილზე ბევრ იტალიურ კლუბში ითამაშა, "იუვენტუსის", "ლაციოს", "პარმას", "ჯენოას" ჩათვლით.
საერთო ჯამში მან იტალიის სერია A-ში 342 მატჩი ჩაატარა და 142 გოლი გაიტანა.
20:18 24-05-2012
მარკო დი ვაიო კარიერას კანადაში გააგრძელებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული