ეს ბუნებრივიცაა, რადგან გაურკვევლობაში ყოფნა არავის სიამოვნებს. ამად არის, რომ ფეხბურთელები განცხადებებს განცხადებებზე აკეთებენ და ცდილობენ, მათ მომავალს ამ გზით მაინც მოჰფინონ ნათელი.
სწორედ ასეთ სიტუაციაშია დიეგო ფორლანი, რაც მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს:
"მილანური კლუბის მესვეურებთან დაახლოებით ერთი თვის წინ მქონდა საუბარი და მაშინ მკაფიოდ მითხრეს, რომ ჩემთან ხელშეკრულების
დასამალი არაა, რომ მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა “ნერაძურიში” გავაგრძელო. მე და ჩემს აგენტს გვეგონა, რომ რამდენიმე დღეში ახალ ხელშეკრულებას წარმოგვიდგენდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.
დღემდე გაურკვევლობაში ვართ და არ ვიცით, სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში. ბოლო ინფორმაციით, სტრამაჩონის გეგმებში არ ვჯდები და თუ ეს მართლაც ასეა, კარგი იქნება თუ ამას დროულად მეტყვიან. იმედია, უახლოეს დღეებში შეგვხვდებიან და ყველაფერს კარგად აგვიხსნიან".
ანალოგიურ სიტუაციაშია მაურო სარატე, რომელიც არანაკლებ დაბნეული ჩანს:
"საიჯარო ხელშეკრულებას მოქმედების ვადა სულ მალე გაუვა, ახალი კი ჯერჯერობით არავის შემოუთავაზებია. არადა, მითხრეს, რომ მილანური გრანდი ჩემს გამოსყიდვას აპირებს და სიმართლე გითხრათ, მეც დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა "ინტერში" გავაგრძელო.
იმედია, ახლო მომავალში ყველაფერს მოეფინება ნათელი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"