მარკო ბორიელო ტურინის "იუვენტუსში" რჩება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" მესვეურები მარკო ბორიელოსთვის ახალ ხელშეკრულებას ამზადებენ.

ექს-რომაელს ამ ზაფხულს უმთავრდება საიჯარო კონტრაქტის ვადა და დღემდე გაურკვეველი იყო, დარჩებოდა თუ არა ტურინულ გრანდში.

თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია და ბორიელო მომავალ სეზონშიც "იუვენტუს არენაზე" იასპარეზებს.

აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით "ბიანკონერის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა:

"მარკო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მის გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ამ თემაზე საუბრისგან აქამდე თავს ვიკავებდი, რადგან ანტონიო კონტესთან უნდა მესაუბრა, დღე კი სატრანსფერო საკითხებზე
თამამად შემიძლია ლაპარაკი.

ბორიელო "რომას" საკუთრებაა, თუმცა დედაქალაქელებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და გამორიცხულია, რომ რაიმე პრობლემა შეგვექმნას.

კონსენსუსს პრაქტიკულად მივაღწიეთ, დეტალებია დარჩენილი და მათაც მალევე შევათანხმებთ. რაც მთავარია, თავად მარკოს სურს კლუბში დარჩენა და მეტიც, კარიერის "იუვენტუსში" დასრულება.

უახლოეს მომავალში კონტრაქტი მზად იქნება, რომელსაც ხელს მოვაწერთ. ასე რომ, სანერვიულო არაფერია".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სანერვიულო ისაა ამის დატოვებას რო ცდილობენ. მოაშორეთ აქედან ეს კოჭლი
juve
15:59 27-05-2012
0
ყველაზე ღადაობა ისაა, რომა რო ისეთ პოზიციას იჭერს თითქოს სუპერ თავდამსხმელი მოგვცეს და ყოყმანობენ. ალე ზარზეიმით გავუშვით და ამას ვიტოვებთ. 2 ბურთი გაუვარდა და არ აქციეს ზიზუდ. მოაშორეთ რომში ან იმის იქით !!!
forza
07:38 28-05-2012
0

სიახლეები პოპულარული