ტიაგო სილვა: მინდა "მილანში" დავრჩე და გუნდის სიმბოლოდ ვიქცე

AutoSharing Option
"მილანის" ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ სურს იტალიურ კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს და მისი სიმბოლო გახდეს.

ტიაგო სილვას მიმართ "ბარსელონას" ინტერესის შესახებ ესპანურ პრესაში ხშირად წერენ.

"მილანი" ჩემი სახლია. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ადრიანო გალიანიმ კი თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელები ჩემს გაყიდვას არ აპირებენ.

ეს მახარებს და კმაყოფილი ვარ, რომ გუნდის ნაწილად მიმიჩნევენ.

მინდა აქ დავრჩე და "მილანისთვის" ერთგვარ სიმბოლოდ ვიქცე, ისეთად, როგორიც ალესანდრო ნესტაა.

ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ მიზეზს, რომელმაც ამ ოცნების განხორციელებაში შეიძლება ხელი შემიშალოს", - განაცხადა
ტიაგო სილვამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული