მარკო ვერატი "პესკარაში" რჩება

AutoSharing Option
სერია B-ს უკანასკნელ ტურში "ტორინომ" ქულები დაკარგა, "პესკარამ" კი გაიმარჯვა და გათამაშების გამარჯვებულიც შეიქნა.

დიახ, "დელფინებმა" ტრიუმფით დაასრულეს ჩემპიონატი და კიდევ უფრო გაიუმჯობესეს ისედაც საზეიმო განწყობა.

"პესკარამ" მართლაც საოცარი სეზონი ჩაატარა და გასაკვირი არაა, რომ ამ გუნდის ფეხბურთელების მიმართ იტალიური ფეხბურთის გრანდებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული - ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე 19 წლის მარკო ვერატი გახლავთ, რომელიც ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.

ვერატის მიმ
ართ "იუვენტუსი", "ინტერი" და "რომა" იჩენენ ინტერესს, თუმცა, როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს, "პესკარას" შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჯერ არ გაუმართავს - მოვუსმინოთ მარკოს:

"ვიცი, რომ ჩემს მიმართ ბევრი გუნდი იჩენს ინტერესს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, "პესკარადან" აბარგების სურვილი არ მაქვს.

ამდენი იმისთვის ვიშრომეთ, რომ სერია A-ში ერთად გვეთამაშა და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გარემოს გამოცვლა სისულელე იქნებოდა. ასე რომ, მშობლიურ გუნდში ვრჩები, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული