რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დააკავეს

AutoSharing Option
გარიგებულ მატჩებსა და არაკანონიერ ფსონებთან დაკავშირებით 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის - რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური და "ჯენოას" ყოფილი ნახევარმცველი ომარ მილანეტო.

საუბარია იმაზე, რომ ფეხბურთელები და კლუბების თანამშრომლები ფულს დანაშაულებრივი სინდიკატებისგან იღებდნენ, რომლებიც სინგაპურშია დაფუძნებული.

იტალიის ნაკრების ბაზაზე გაიჩხრიკა პეტერბურგის "ზენიტის" მცველ დომენიკო კრიშიტოს ოთახიც. პოლიცია ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეთიც დაინტერესდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული