სკანდალი იტალიაში. ჯოვანი ტრაპატონი: ასეთი ამბები იტალიურ ფეხბურთს დიდ ზიანს აყენებს

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ახლად აგორებულ სკანდალზე ისაუბრა.

"ეჭვგარეშეა, რომ ეს შემზარავი ამბებია. როგორი შეიძლება იყოს იტალიის ნაკრების რეაქცია? ერთი მხრივ, ასეთმა სიახლეებმა შესაძლოა, გუნდის განწყობა ძალიან გააუარესოს.

მეორე მხრივ, ამ მოვლენებმა შეიძლება იქამდე მიიყვანოს მასმედია, რომ იტალიური ფეხბურთის მეორე, სუფთა მხარის ჩვენების შერცხვეთ კიდეც.

უნდა ითქვას, რომ ასეთი ისტორიებით ჩვენს ფეხბურთს საშინელ იმიჯს ვუქმნით", - განაცხადა ტრაპატონიმ.

შეგახსენებთ, რომ ეჭვმიტანილები არიან "ლაციოს" ნახევარმცველი სტეფანო მაური, "ზენიტის" მცველი დომენიკო კრიშიტო და "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი
ანტონიო კონტე.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

ასევე იხილეთ
იტალიური პოლიცია კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს

სკანდალი იტალიაში: დომენიკო კრიშიტო ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული