თავის დროზე ბევრს გაუკვირდა, როდესაც სამხრეთამერიკელი ლუის ენრიკემ ინგლისში გაუშვა, რადგან დავიდე სწორედ ის მოთამაშეა, რომელსაც ბურთის დაჭერა შესანიშნავად შეუძლია, არც პასი ეშლება და ხავი-ინიესტასაც რაღაცით წააგავს...
მოკლედ, პისარო თითქოს უნდა ჩამჯდარიყო ბარსელონიზაციის პროცესში მყოფ "რომაში", მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა რატომღაც მასთან განშორება გადაწყვიტა. პისარო დაუბრუნდა იტალიის დედაქალაქს და "გაძეტა დელო სპორტთან" საუბარში შემდეგი განაცხადა:
"ინგლისში ბევრი კ
ძირითადად, სათადარიგო სკამზე მიწევდა ჯდომა და სიმართლე გითხრათ, ვერც პრემიერლიგას გავუგე ვერაფერი - იქ ბურთი მუდმივად ჰაერშია, რაც ჩემს გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდება.
რომში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა, რომ კარიერა სწორედ "ჯალოროსიში" დავასრულო. იმედი მაქვს, ახალ მთავარ მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"