მარიო ბალოტელი: საშუალოსტატისტიკურ ადამიანზე გონიერი ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" და იტალიის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ გულახდილი ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ თავსა და მიზნებზე ბევრი საინტერესო რამ თქვა.

"ჩემი ოცნებაა, დროთა განმავლობაში უძლიერესი ფეხბურთელი გავხდე. იმედი მაქვს, ახლაც კარგად ვთამაშობ, მაგრამ როდესაც ვარჯიშზე მივდივარ, მესმის, რომ შესაძლოა ბევრად უკეთესი გავხდე. ამისთვის კი ბევრი მუშაობაა საჭირო.

"ოქროს ბურთი"? დიახ, ეს მნიშვნელოვანი ჯილდოა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამარჯვების შემდეგ ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის და ჩემი მიზანი მისი დაუფლებაა.

ვფიქრობ, ერთხელაც "ოქროს ბურთის" მფლობელი გავხდები, თუმცა ვიმეორებ, ამისთვის ჯერ
კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო.

ვფიქრობ, გენიოსი ვარ. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი სამყარო, ვაკეთებ, რაც მსურს. მიმაჩნია, რომ საშუალოსტატისტიკურ ადამიანზე გონიერი ვარ.

ღმერთმა ნიჭი მომცა და ეს შესანიშნავია, მაგრამ ამავე დროს რთულიცაა, რადგან ხალხი ცდილობს, მუდმივად გაკრიტიკოს და განგსაჯოს", - განაცხადა ბალოტელიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ღადაობა კაცია,მგონი ღადაობს და მართლა ესეთი კლოუნი არ არის
messi
21:46 29-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული