ჯანკარლო აბეტე: იტალიის ჩემპიონატის შეჩერება გამოსავალი არ არის

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემ იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო მონტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

მონტის თქმით, გარიგებული მატჩების სკანდალის გამო იტალიის ჩემპიონატის ჩატარება 2-3 წლით უნდა შეჩერდეს.

"ვეთანხმები აზრს, რომ არანაირი დანდობა არ უნდა არსებობდეს მათ მიმართ, ვინც გარიგებული მატჩების ორგანიზებაშია დამნაშავე.

მაგრამ ჩემპიონატის შეჩერება ყველა იმ ადამიანის დასჯაც იქნება, ვინც თავის სამუშაოს პატიოსნად ასრულებდა. ასეთი ხალხი კი ჩვენს სისტემაში უმრავლესობას წარმოადგენს. დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი.
არა, ეს პრობლემების გადაწყვეტა არ არის.

ამას გარდა, ქვეყანაში პროფესიონალური ფეხბურთი სახელმწიფო სახსრებიდან ერთ ევროსაც არ იღებს. ყველაფერი ჩვენი ინვესტორებისა და კომერციული შემოსავლებისგან ფინანსდება. იტალიის ხელისუფლებისთვის გადასახადი კი წელიწადში 1.1 მილიარდ ევროს შეადგენს", - განაცხადა აბეტემ.

ასევე იხილეთ
იტალიური პოლიცია კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს

იტალია: პოლიცია, კორუფცია, ნგრევა და 1000 უბედურება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული