ჯანლუიჯი ბუფონი: სამარცხვინოა, როდესაც პოლიციის დაინტერესების შესახებ ადამიანი პრესიდან იგებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიაში აგორებული მორიგი საფეხბურთო სკანდალი შეაფასა.

საუბარია, გარიგებული მატჩების ორგანიზებაზე, რომელსაც პოლიცია იძიებს. "ლაციოს" კაპიტანი შტეფანო მაური უკვე დაკავებულია, ადანაშაულებენ "ზენიტის" მცველ დომენიკო კრიშიტოსაც, რომელმაც ამ მიზეზით ევრო 2012-ზე არწასვლა გადაწყვიტა.

გაიჟღერა თავად ბუფონის გვარმაც, რომელიც თურმე ფსონებს აკეთებდა.

"თუ გამომძიებლებს ჩემთან დაკავშირება სურთ, ამის შესახებ ჟურნალისტებმა უნდა მითხრან - თქვენ ხომ ყველაფერი წინასწარ იცით, - ირონიულად თქვა ბუფონმა, - არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე უცნობი ადამიანების საქციელის განსჯა.

თუ არსებობს ვინმე, ვინც
ფიქრობს, რომ "ლეჩესთან" მატჩში შეცდომა დავუშვი, რადგან ამ დაპირისპირებაზე ფსონი გავაკეთე, მე სათქმელი არაფერი მაქვს. ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებაა.

რაც შეეხება კრიშიტოს, მეჩვენება, რომ არასწორია, როდესაც ადამიანი, მისით პოლიციის დაინტერესების შესახებ პრესიდან იგებს. ეს უბრალოდ სამარცხვინოა.

თუმცა ვეთანხმები აზრს, რომ კრიშიტოს ნაკრებში დარჩენის შემთხვევაში გუნდზე დიდი ზეწოლა იქნებოდა"
.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
იტალია: პოლიცია, კორუფცია, ნგრევა და 1000 უბედურება

რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დააკავეს

სკანდალი იტალიაში: დომენიკო კრიშიტო ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

იტალიური პოლიცია კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული