სტევან იოვეტიჩი "ფიორენტინას" დატოვებს

AutoSharing Option
"ფიორენტინას" 22 წლის ფორვარდმა სტევან იოვეტიჩმა კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ გუნდს დატოვებს.

ახლო მომავალში ჩერნოგორიელი სერია A-ს კლუბების შეთავაზებებს განიხილავს. იოვეტიჩით დაინტერესებული არიან მილანის "ინტერი" და "ნაპოლი".

თავად "ფიორენტინა" კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე ნაკლებს არ ითხოვს.

ამ სეზონში იოვენტიჩმა "ფიორენტინას" რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, სადაც 14 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Il Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული