ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ტორინოსთან" ერთად, სერია A-ში ტურინული დერბიც ბრუნდება, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დაპირისპირება იტალიაში. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალაქ ტურინში "გრანატას" მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე გაცილებით უფრო ტიტულოვან "იუვენტუსს".
"ტორინო" სერია A-ში გამოცდილმა სპეციალისტმა ჯამპიერო ვენტურამ დააბრუნა და ამისთვის ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება
ტურინელები ამით არ შემოიფარგლებიან და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი გეგმები აქვთ... მოვუსმინოთ კლუბის პრეზიდენტ ურბანო კაიროს:
"ვენტურამ გასულ სეზონში ძალიან კარგად იმუშავა და მას ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ.
დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ. მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი ათეულში მოხვედრა იქნება, შემდეგ კი კიდევ უფრო განვითარება და ტიტულებისთვის ბრძოლა.
ამისთვის კარგი საფუძვლის ჩაყრაა საჭირო და ზაფხულში ამას ვაპირებთ კიდეც. ვენტურასთან შეთანხმებით, მინიმუმ 7-8 ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ, რომლებსაც კვალიფიკაცია ნამდვილად არ დაეწუნებათ.
უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, გუნდს გვარიანად გავაძლიერებთ".
იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, ტურინელთა ერთ-ერთი სამიზნე კარვალიო ამაური გახლავთ, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი "ფიორენტინაში" გაატარა.
ბრაზილიური წარმოშობის იტალიელს ჩინეთის ერთ-ერთი გუნდი ეპატიჟება, თუმცა აზიაში წასვლას არ ჩქარობს და წინადადებებს სერია A-ს გუნდებიდან ელოდება. ითქვა იმის შესახებაც, რომ ამაურის გადაბირებით "ლაციოა" დაინტერესებული, თუმცა ჯერჯერობით რომაელებს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. ვნახოთ, რას იტყვიან "ტორინოს" მესვეურები...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"