ზლატან იბრაჰიმოვიჩი: პსჟ-ში ჩემი გადასვლის შესახებ ინფორმაციებში, სიმართლის მარცვალიც კი არ არის

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინფორმაციაზე, თითქოს ის შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს, საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ინფორმაციაში, თითქოს პსჟ-ში გადავდივარ, სიმართლის მარცვალიც კი არ არის. პრესაში ჩემს მომავალზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია. "მილანის" მოთამაშე ვარ და აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ადრინდელი ინფორმაციის თანახმად, პსჟ მზად იყო შვედ ფორვარდში 40 მილიონი ევრო გადაეხადა. თუმცა მოგვიანებით, მილანური კლუბის ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ეს ინფორმაცია უარყო.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

პსჟ ზლატან იბრაჰიმოვიჩში 40 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული