38 წლის თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ, რომელმაც "მილანში" 11 წლის ყოფნის შემდეგ კლუბი დატოვა, იტალიელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.
"ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. შესაძლოა, ჩემი ახალი კლუბის შესახებ ორშაბათს, 11 ივნისს გაირკვეს", - თქვა ინძაგიმ.
ინძაგიმ "მილანში" 291 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაიტანა.