იტალიური პრესის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი "როსონერის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
"ტიაგოს დიდი ხანია, ვაკვირდებით და მან სამწვრთნელო შტაბზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. შემადგენლობაში ასეთი მოთამაშის ყოლა ცუდი არ არის", - განაცხადა "მილანის" გენერალურმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ.
იუწყებიან, რომ უახლოეს ხანში იტალიის ვიცე-ჩემპიონი "ბლაუგრანას" ალკანტარას ტრანსფერის შესახებ ოფიციალური წინადადებით მიმართავს.