"ნაპოლის" პრეზიდენტმა პსჟ-ში ესეკიელ ლავეცის ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
"ნაპოლის" არგენტინელი ფეხბურთელი ესეკიელ ლავეცის ტრანსფერი პსჟ-ში მხოლოდ დროის ამბავია.

იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ იტალიელები პსჟ-ის წარმომადგენლებს ფორვარდის სატრანსფერო ფასზე უკვე შეუთანხმდნენ.

"ამჟამად პრესა წერს, რომ ფრანგებს ტრანსფერის ფასზე 31 მილიონ ევროზე შეუთანხმდით, მაგრამ ამ ცნობას ვერ დავადასტურებ, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

არ შემიძლია რეალური თანხა დაგისახელოთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერი მომავალ კვირას გადაწდება", - თქვა ლაურენტისმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ უნდა გაეშვათ, გული დამწყდა ძაან დასუსტდა ნაპოლი :X
toka
19:06 10-06-2012
0

სიახლეები პოპულარული