ანტონიო კასანო: ტიაგო სილვას გაყიდვა დანაშაულია

AutoSharing Option
"მილანის" ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას გაყიდვის წინააღმდეგ "როსონერის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ გაილაშქრა.

"ტიაგო სილვას გარეშე ჩემპიონთა ლიგის და სკუდეტოს მოსაგებად ბრძოლა ძალიან რთული იქნება.

ტიაგო სილვა მსოფლიოს საუკეთესო მცველია, მისი გაყიდვა დანაშაულია. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის გაყიდვა დაუშვებელია.

თუ მას გავუშვებთ, ჩვენი შემადგენლობის სიძლიერის 50 პროცენტს დავკარგავთ", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ბრაზილიის ნაკრების მცველის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" აწარმოებს.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული