სამირ ჰანდანოვიჩი "უდინეზეში" რჩება

AutoSharing Option
ხშირად ვრცელდება ინფორმაცია სამირ ჰანდანოვიჩის "უდინეზედან" შესაძლო აბარგების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, სლოვაკი კიპერი "ფრიულიზე" დარჩება და კარიერას იმ გუნდში გააგრძელებს, სადაც აგერ, უკვე მერამდენე წელია, წარმატებით ასპარეზობს.

არადა, სამირის გადაბირება "ინტერის" მესვეურებს სურდათ და უდინელებს წინადადებითაც მიმართეს - მოვუსმინოთ თავად კიპერს და ყველაფერი გაცხადდება:

"მილანური გრანდის მესვეურებს მართლაც სურდათ ჩემი გადაბირება, მაგრამ, როგორც ვიცი, მოლაპარაკება ჩაიშალა და "უდინეზეში" გავაგრძელებ კარიერას.

ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და თანაც, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიწევს ასპარეზობა.

კლუბის სპორტულ
დირექტორს, სტეფანო ანტონელის ვესაუბრე და მან მითხრა, რომ სხვა წამყვანი ფეხბურთელებიც დარჩებიან, რაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის გარანტიას იძლევა.

თუ ანტონიო დი ნატალემაც გადაიფიქრა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება, მაშინ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული