2012-13 წლების სეზონს "პესკარა" მინუს ორი ქულით დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ "პესკარა" სერია B-ს გამარჯვებულია და ახალ სეზონს სერია A-ში დაიწყებს.
"რეჯინა" კი, რომელმაც სერია A დატოვა, სეზონს მინუს 4 ქულით დაიწყებს, "პადოვა" მინუს ორით, "ემპოლი" მინუს ერთით. დაბალი დივიზიონების ზოგიერთი კლუბი მინუს 15 ქულით დაისაჯა. ასევე, მინუს ორი ქულა ექნება "ატალანტას".
უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "სამპდორია" და "სიენა" 500-500 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ. გარდა ამისა, ზოგიერთმა
გუნდები და ფეხბურთელები გარიგებული მატჩების გამოძიების შედეგად დაისაჯნენ, რომელიც მაისის დასაწყისიდან მიმდინარეობს.
მომზადებულია Football-Italia-ის მიხედვით