სილვიო ბერლუსკონის ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
18 ივნისს იტალიის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და "მილანის" პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისთვის სამი წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

მიზეზი ფინანსური მაქინაციებია, რომელიც ბერლუსკონის ჰოლდინგ Mediaset-ს უკავშირდება.

"მილანის" პრეზიდენტსა და მის პარტნიორებს ადანაშაულებენ ტელეტრანსლაციების უფლებების შესაძენი ფასების ხელოვნურ გაზრდაში. გამოძიების აზრით, ამ უფლებისთვის გადახდილი თანხის ნაწილი სინამდვილეში ქრთამში დაიხარჯა.

იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ბერლუსკონის პრობლემები კანონთან სერიოზულად აისახება "მილანის" მდგომარეობაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ფინანსურმა სირთულეებმა აიძულა გუნდი, თავისი ერთ-ერთი ლიდერი ტიაგო სილვა პსჟ-ში გაეყიდა, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება
ჩაიშალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბერლუსკონი შენი საფეხბურთო პოლიტიკის დედა ვატირე...გაყიდე მილანი, დაისვენე და გაგვახარე
dato
16:05 19-06-2012
0

სიახლეები პოპულარული