ბორუცს გული სამშობლოსკენ მიუწევს

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს არტურ ბორუცი დიდი იმედებით გადავიდა "სელტიკიდან" "ფიორენტინაში", მაგრამ იქ ფრანგი სებასტიან ფრეი ვერ შეავიწროვა და გამუდმებით სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. ამით პოლონელი მეკარე უკმაყოფილოა და ურჩევნია, გაცილებით სუსტ გუნდში ირიცხებოდეს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. იანვარში ბორუცი სამშობლოში დაბრუნებასა და კარიერის ვარშავის "ლეგიაში" გაგრძელებას აპირებს. არადა, "სელტიკში" გატარებული ხუთი წელიწადის განმავლობაში იგი მუდმივად ძირითადი კიპერი იყო...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული