ადრიანო გალიანი: ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ კაკა "მილანში" არ გადავა

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს "როსონერი" აპირებს, ჰავბეკი კევინ პრინს ბოატენგი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ კაკაში გაცვალოს.

"მადრიდის "რეალს" ბოატენგის გადაბირების თხოვნით ჩვენთვის არასდროს მოუმართავს. ეს ცნობები მხოლოდ და მხოლოდ გაზეთების გამონაგონია.

კაკა? მის ხელფასს ვერცერთი იტალიური კლუბი გასწვდება. ესპანეთს კონკურენციას ვერ გავუწევთ საგადასახადო კანონმდებლობის განსხვავებულობის გამო.

თანაც, მას მადრიდულ კლუბთან კონტრაქტით კიდევ სამი წელი აკავშირებს და ბრაზილიელის იტალიაში დაბრუნება შეუძლებელია.

კაკას სხვა ქვეყნის კლუბში გადასვლა შეუძლია, მაგრამ ნებისმიერ იტალიურ კლუბს მისი ხელფასის გაორმაგება მოუხდება. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ,
რომ ის "მილანში" არ გადავა", - განაცხადა გალიანიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალმა" კაკა შესაძლოა ზლატან იბრაჰიმოვიჩში გაცვალოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული