ნეაპოლელები მზად არიან, 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადონ. მოსკოველებს პასუხი ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ კულუარული ინფორმაციის თანახმად, 25 მილიონ ევროს მოითხოვენ.
მიუხედავად ამისა, იტალიელ ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ შეთანხმება შედგება და კოტდივუარელი თავდამსხმელი კარიერას იტალიაში განაგრძობს.
დუმბიას ნეაპოლელები ესეკიელ ლავეცის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც დიდი ალბათობით, კარიერას ფრანგულ პსჟ-ში გააგრძელებს. ამის შესახებ თვით კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა
"ლავეცისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ მისი გასხვისება მოგვიწიოს.
ჩემი სურვილია, რომ ესეკიელი "ნაპოლიში" დარჩეს, მაგრამ როდესაც თავად ფეხბურთელი ფიქრობს სხვაგან წასვლას, ძალით ვერ გავაჩერებთ.
რაც შეეხება დუმბიას, შესანიშნავი ფორვარდია და დიდი სურვილი მაქვს, რომ გადავიბიროთ. ცსკა-ს შემადგენლობაში 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 33 გოლი გატანილი, რაც ფანტასტიკური შედეგია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"