ახალი სეზონიდან "მილანის" "ათიანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახალი სეზონიდან "მილანის" "ათიანი" გახდება.

21 ივნისს კლარენს ზეედორფმა განაცხადა, რომ კლუბს ტოვებს. ამის შემდეგ კი გალიანიმ შემდეგი თქვა: "10-ნომრიანი მაისური იბრაჰიმოვიჩს ეცმევა".

"არასდროს მითხოვია 10-ნომრიანი მაისური. ის რუი კოშტასგან მერგო. ზლატანს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ძალიან მესიამოვნება, თუ ეს ნომერი მას ექნება. ზლატანმა ეს დაიმსახურა", - აღნიშნა ზეედორფმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა "მილანის" კაპიტანი გახდეს.

მომზადებულია Football Italia-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული