21 ივნისს კლარენს ზეედორფმა განაცხადა, რომ კლუბს ტოვებს. ამის შემდეგ კი გალიანიმ შემდეგი თქვა: "10-ნომრიანი მაისური იბრაჰიმოვიჩს ეცმევა".
"არასდროს მითხოვია 10-ნომრიანი მაისური. ის რუი კოშტასგან მერგო. ზლატანს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ძალიან მესიამოვნება, თუ ეს ნომერი მას ექნება. ზლატანმა ეს დაიმსახურა", - აღნიშნა ზეედორფმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა "მილანის" კაპიტანი გახდეს.
მომზადებულია Football Italia-ის მიხედვით