ტურნეს ფარგლებში, "იუვეს" სამი ამხანაგური მატჩი უნდა ჩაეტარებინა - 28 ივლისს ვაშინგტონში "დი-სი იუნაიტედის" წინააღმდეგ, 31 ივლისს მონრეალში პსჟ-ს წინააღმდეგ და ბოლოს, 5 აგვისტოს ლას ვეგასში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.
თუ რატომ გააუქმეს ტურნე ტურინელებმა, ამის შესახებ კლუბის სპორტული დირექტორი უკეთ გიამბობთ - მოვუსმინოთ ჯუზეპე მაროტას:
"ძალიან გვინდოდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამგზავრება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამას ვერ მოვახერხებთ. ყველაზე მთავარი კალენდარი გახლავთ, რადგან სეზონი იმაზე
იტალიის სუპერთასის პაექრობა "რეალთან" დაგეგმილი ამხანაგური მატჩიდან ერთი კვირის თავზე დაგვინიშნეს და თანაც პეკინში; თავად განსაჯეთ, რამხელა გზა უნდა გაგვეარა ამ მოკლე მონაკვეთში და შემდეგ, ტიტულისთვის გვებრძოლა.
მოკლედ, უმჯობესია, რომ ასეთ ხანგრძლივ ფრენებს და მომქანცველ მოგზაურობებს თავი ავარიდოთ და ახალი სეზონისთვის უფრო მშვიდად მოვემზადოთ. მართალია, ამით საკმაოდ სოლიდურ შემოსავალზე ვამბობთ უარს, მაგრამ გუნდის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას".
აქვე ვთქვათ, რომ ოფიციალურად დადასტურდა სებასტიან ჯოვინკოს "იუვენტუსში" დაბრუნების ამბავი.
ტურინული გრანდის საიტზე გავრცელებული ინფოირმაციის თანახმად, სებას ტრანსფერი 11 მილიონი ევრო დაჯდა და კონტრაქტსაც უკვე მოეწერა ხელი.
ჯერჯერობიოთ, არ ხმაურდება თუ რამდენ მილიონ ევროს მიიღეს ფეხბურთელი წლიურად, თუმცა ვფიქრობთ, ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრებისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"