მარკო ვერატის არჩევანი

AutoSharing Option
სერია A-ში ახლადაღზევებულ "პესკარაში" რომ არაერთი ტალანტია, ადრეც არაერთხელ გამცნეთ - ამ ტალანტებს შორის ერთ-ერთი მარკო ვერატი გახლავთ, რომელზეც იტალიური ფეხბურთის გრანდებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

ერთი ხანობა, 20 წლის ნახევარმცველის გადაბირება "ლაციოს" მესვეურებს სურდათ, შემდეგ "ინტერისტები" გააქტიურდნენ, ბოლოს კი "იუვენტუსის" ხელმძღვანელები გამოვიდნენ წინა პლანზე...

თუმცა, 24 ივნისს ყველა სპეკულაციას წერტილი დაესვა და გაცხადდა, რომ ვერატი კარიერას მშობლიურ "პესკარაში" გააგრძელებს; მოვუსმინოთ ახალგაზრდა ფეხბურთელს:

"მადლობა ყველას, ვინც ჩემით დაინტერესდა და ამით, საკუთარი თავის რწმენა გამიძლიერა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ კარიერას "პესკარაში"
გავაგრძელებ.

რამდენიმე დღეში, კლუბთან ახალ, 4-წლიან ხელშეკრულებას გავაფორმებ და ამით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

"პესკარა" ჩემი სახლია და მინდა ამ გუნდთან ერთად ელიტარულ დივიზიონში ვიასპარეზო. ვერ დავდებ თავს, რომ მთელი ეს ოთხი წელი აუცილებლად "პესკარაში" გავჩერდები, მაგრამ ერთი ფაქტია: მომდევნო სეზონს მშობლიურ გუნდში გავატარებ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული