ეს ამბავი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კაკას მამა, იგივე პირადი აგენტი მილანში შენიშნეს და მას კომენტარიც დასტყუეს - მოვუსმინოთ ბოსკო ლეიტეს და ყველაფერი ნათელი გახდება:
"დასამალი არაფერია, უახლოეს დღეებში "მილანის" მესვეურებს უნდა შევხვდე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კაკას "სან სიროზე" დაბრუნებით.
შეთანხმებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "მილანის" მესვეურებს 30 წლის ბრაზილიელის იჯარით აყვანა სურთ, მადრიდელები კი მის გასხვისებას ეშურებიან. სწორედ აქ არის შეთანხმება მისაღწევი და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"