განაპირა მცველი "პალერმოს" საკუთრებაა და ბუნებრივია, რომ დაინტერესებული კლუბები სწორედ სიცილიელებთან ცდილობენ კონტაქტის დამყარებას.
უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ფედერიკოს გადაბირების სურვილი პსჟ-ს, "მილანის" და "ნაპოლის" მესვეურებმა გამოთქვეს - ამას "პალერმოს" პრეზიდენტი, მაურიციო ძამპარინი ადასტურებს:
"ფედერიკოს მიმართ არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს, მათ შორის, პსჟ, "მილანი" და "ნაპოლი". ვერ ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატის დროს ბალცარეტის ფასმა ერთიორად აიწია, ისედაც არ ღირდა იაფი, რადგან მასთან განშორების არავითარი სურვილი არ
ხელშეკრულების ვადა კლუბთან მომდევნო ზაფხულს ეწურება და აქედანვე ვზრუნავთ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივოთ. ევროპის ჩემპიონატი დასრულდება და ამ საქმეს აუცილებლად მოვაბამთ თავს. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ფედერიკო კონტინენტის პირველობაზე თავს საუკეთესოდ წარმოაჩენდა".
ამასობაში "პალერმო" უკვე შეელია ერთ ფეხბურთელს და მილანის "ინტერში" გაუშვა - ლაპარაკია 27 წლის ცენტრალურ მცველ მატიას სილვესტრიზე, რომელმაც სიცილიურ გუნდში მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო, 29 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო, რაც მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია. ძამპარინიმ უკვე დაადასტურა, რომ სილვესტრი მომდევნო სეზონიდან "ნერაძურიში" იასპარეზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"