"მილანი" მზადაა, მიმდინარე ზაფხულს თავდამსხმელ რობინიოს გამოემშვიდობოს. ამ დროისთვის 28 წლის ბრაზილიელი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონ ევროს შეადგენს.
მოთამაშის კონტრაქტი 2014 წლის ივნისში იწურება, თუმცა "როსონერი"ფორვარდის გაყიდვას აპირებს, რათა სახელფასო დავალიანება შეამციროს.
გასულ სეზონში რობინიომ "მილანში" 28 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.