ახალი არაა, რომ "იუვენტუსს" ვტოვებ, თუმცა ოფიციალურად ეს ამბავი სწორედ დღეს ხდება. ამიტომ გამოსამშვიდობებელი წერილი აქამდე არ გამომიქვეყნებია. ვერ ვიტყვი, რომ დღეს განსაკუთრებულად დამწუხრებული ვარ, რადგან სეზონი კარგა ხანია, დასრულდა და ყველაფრის გააზრება მოვახერხე.
ჩემთვის ყოველთვის
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, "იუვენტუსი" კი რჩება. რაც მთავარია, რჩებიან გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის გვერდით ედგნენ "ბებერ ქალბატონს". ძალიან მიხარია, რომ 10-ნომრიანი მაისურით კიდევ ითამაშებენ "იუვენტუსში" და დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდევ უფრო უკეთესად ითამაშონ, ვიდრე დელ პიერო თამაშობდა.
ამაყი ვარ იმით, რომ იტალიასა და მთელ მსოფლიოში ბევრს უნდა "იუვეს" 10-ნომრიანი მაისურის მორგება; ამაყი ვარ იმით, რომ ბევრს უნდა ისევე ითამაშოს, როგორც მე ვთამაშობდი - ისევე, როგორც თავის დროზე მე შევნატროდი დიდ ფეხბურთელებს.
ხვალიდან მე აღარ ვიქნები "იუვენტუსის" ფეხბურთელი, მაგრამ ყოველთვის დავრჩები ერთ-ერთ თქვენიანად. ვიწყებ ახალ ცხოვრებას, როგორც 19 წლის წინ. მადლობა ყველაფრისთვის და ნახვამდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"