ლუსიო მილანის "ინტერიდან" ტურინის "იუვენტუსში"?

AutoSharing Option
34 წლის ბრაზილიელმა მცველმა ლუსიომ "ინტერთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

უმალ გავრცელდა ცნობები, თუ სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა უკანახაზელმა. ყველაზე რეალური კი მისი "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგებაა. ამაზე თვით ტურინული გრანდის სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ ისაუბრა:

"ლუსიო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და დიდი სურვილი გვაქვს, რომ მასთან ხელშეკრულება გავაფორმოთ. თუმცა დღეს ამაზე ლაპარაკი ცოტა ადრეა – უახლოეს დღეებში ბრაზილიელთან შეხვედრას ვაპირებთ და იქ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.

ჯერ ისიც არ ვიცით, თვითონ ლუსიოს რა სურს და უნდა თუ არა საერთოდ
კარიერის "იუვენტუსში" გაგრძელება. ჩვენი მხრივ, ამის დიდი სურვილი გვაქვს".

რთული წარმოსადგენია, რომ ლუსიოს "იუვენტუსში" გადაბარგება არ უნდოდეს, მაგრამ კულუარული ინფორმაციის თანახმად, "ინტერმა" მხოლოდ იმ პირობით გაუწყვიტა კონტრაქტი, თუ სხვა იტალიურ კლუბში არ გადაბარგდება.

ეს ცნობა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული