ვეტერან ურუგვაელს იტალიაში დარჩენის სურვილი აქვს და თუ "მილანიდან" წინადადებას მიიღებს, ალბათ, სიამოვნებით დათანხმდება. თუმცა ლომბარდიული გრანდის მესვეურებს ფორლანის მიმართ ინტერესი არ დაუდასტურებიათ - მაგალითად, ადრიანო გალიანიმ ამ კითხვას თავი აარიდა და სულ სხვა ფორვარდზე, ახალგაზრდა მატია დესტროზე გაამახვილა ყურადღება - მოვუსმინოთ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს:
"ფორლანი? - ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესოს
მატიამ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და შემთხვევით არ მოხვედრილა იტალიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. დარწმუნებული ვარ, "მილანში" კიდევ უკეთესად ათამაშდება და საუკეთესო შესაძლებლობებს წარმოაჩენს.
საერთოდ, ჩვენი მიზანი ახალგაზრდა მოთამაშეების დამატებაა, რომლებიც წლების განმავლობაში დაიცავენ "როსონერის" ღირსებას".
პრესასთან კომენტარი "სიენას" სპორტულმა დირექტორმა სტეფანო ანტონელიმაც გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "მატიას შენარჩუნება ძალიან გვინდა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება.
მის მიმართ ისეთი გიგანტები იჩენენ ინტერესს, როგორებიც "ინტერი" და "მილანი" არიან. უფრო მეტად მაინც "როსონერის" მესვეურები აქტიურობენ და დიდია შანსი, გარიგება შედგეს კიდეც. ბევრი რამე თვითონ ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული და ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"