ანდრეა პირლოს ჩეზარე პრანდელის იტალიის ნაკრების სათავეში დარჩენა ახარებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ნახევარმცველს, ანდრეა პირლოს "სკუადრა აძურას" სათავეში ჩეზარე პრანდელის დარჩენა ახარებს.

"პრანდელის, როგორც ჩანს, საკუთარი მომავალი აეჭვებდა. მას ახალი გუნდის შექმნა სურდა, რომელიც ახალ ფეხბურთს ითამაშებდა. ცუდი იქნებოდა, რომ პრანდელის ნაკრები მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც ის ევრო 2012-ის ფინალში მოულოდნელად გაიყვანა. ჩვენ გვჯერა, რომ პრანდელისთან ერთად წარმატებებს მივაღწევთ", - განაცხადა პირლომ.

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების შემადგენლობაში შესანიშნავი თამაშის შემდეგ პირლოს "ოქროს ბურთის" მოგების შანსი გაუჩნდა, მაგრამ თავად მას ამის არ სჯერა:

"არ მჯერა, რომ "ოქროს ბურთს" მოვიგებ. სანამ
ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და სხვა ფეხბურთელები არიან, ეს პრიზი მათ უნდა მოიგონ", - განაცხადა პირლომ.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული