"მილანი" კევინ პრინს ბოატენგს ხელფასს არ გაუზრდის

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, რომ კლუბი ნახევარმცველ კევინ პრინს ბოატენგისთვის ხელფასის გაზრდას არ აპირებს.

25 წლის განელმა კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება მოითხოვა მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ მცველ ტიაგოს სილვას ახალი კონტრაქტი დაუდო და ხელფასი 4-დან 6 მილიონამდე გაუზარდა.

ახლანდელი კონტრაქტის თანახმად, ბოატენგი წელიწადში 2 მილიონ ევროს იღებს. აღსანიშნავია, რომ ჰავბეკის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს.

მომზადებულია Tmw-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული