სატრანსფერო ციებ-ცხელება "კალჩოში"

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და იტალიური საფეხბურთო სამყარო სატრანსფერო თემებმა მოიცვა.

რა გეგმები აქვთ სერია A-ს ბინადრებს, ვის გასხვისებას აპირებენ და ვისი გადაბირება სურთ? - ეს ის კითხვებია, რომლებიც უახლოეს ორ თვეში, ალბათ, ყველაზე აქტუალური იქნება.

სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე გახსნილია და ბუნებრივია, რომ მთავარი გარიგებები წინ გველის, თუმცა რამდენიმე საინტერესო შეთანხმება უკვე შედგა და გარკვეული კონტურებიც გამოიკვეთა.

ქვემოთ ყველა შემდგარ ტრანსფერს გაეცნობით, მაგრამ იქამდე საინტერესო სიახლეებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

იუვე ხურდება
ტურინის "იუვენტუსის" მესვეურებმა, მაურისიო ისლასა და კვადვო ასამოას სახით,
უკვე გადაიბირეს ორი ძლიერი ფეხბურთელი და როგორც ჩანს, გაჩერებას არც სამომავლოდ აპირებენ.

4 ივლისს, გვიან საღამოს, ლუსიოს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და როდესაც თქვენ ამ სტრიქონებს კითხულობთ, დიდი ალბათობით, ბრაზილიელი მცველი უკვე ტურინული გრანდის ფეხბურთელია.

გარდა ამისა, პიემონტელებმა ფედერიკო ბალცარეტის დაადგეს თვალი და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, უახლოეს მომავალში "პალერმოს" ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ბალცარეტი 2005-2007 წლებში უკვე იცავდა "ვეკია სენიორას" ღირსებას და შემდეგ "ფიორენტინაში" გადაბარგდა.

როგორც ჩანს, ევროპის ჩემპიონატზე ფედერიკოს ასპარეზობამ "იუვეს" სამწვრთნელო შტაბი მოხიბლა და ეს ამბავიც ამას უნდა მივაწეროთ. ვნახოთ, რა წინადადებით მიმართავენ ტურინელები სიცილიელებს - მაურიციო ძამპარინის რომ ბალცარეტის გასხვისება არ სურს, ეს რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადა.

დი ნატალემ გადაიფიქრა
დაახლოებით თვენახევრის წინ ანტონიო დი ნატალემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებდა, ანუ კარიერას დაასრულებდა.

ბევრისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელი გამოდგა, რადგან ტოტო შესანიშნავ ფორმაშია, რაც გასულ სეზონშიც დაამტკიცა, როდესაც ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩამორჩა.

4 ივლისს ანტონიო დი ნატალემ "უდინეზეს" მესვეურებთან მოლაპარაკება გამართა და გადაწყვეტილებაც შეცვალა - დიახ, ანტონიო კიდევ ორი წლით დარჩება ფეხბურთში და კარიერას 2014 წლის ზაფხულში დაასრულებს - მოვუსმინოთ ტოტოს:

"უდინური კლუბის მესვეურებმა დამარწმუნეს, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრი ჯერ ადრეა და უმჯობესია, რომ ახალი ხელშეკრულება გავაფორმო.

ევროპის ჩემპიონატის დროს ამაზე მეც ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ამ ეტაპზე ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდება. თავს კარგად ვგრძნობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და ვეცდები, გულშემატკივრები კიდევ გავახარო გოლებით".

დე ლაურენტისი გაცხარდა
იტალიურ პრესაში არ ცხრება საუბრები იმის შესახებ, რომ "იუვენტუსის" მესვეურები ედინსონ კავანის გადაბირებას ლამობენ და მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

ტურინელებს რომ ერთი სუპერფორვარდის დამატება სურთ, დიდი ხანია ვიცით და ხან რობინ ვან პერსის მიედნენ, ხან ლუის სუარესს და ხანაც ქარიმ ბენზემას; თუმცა ბოლო პერიოდში სწორედ კავანის თემაა აქტუალური, რამაც "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი წყობიდან გამოიყვანა - მოვუსმინოთ სენიორ აურელიოს:

"ჟურნალისტები ნამდვილი იდიოტები ხართ, რადგან ფულის მეტი არაფერი გაინტერესებთ. მხოლოდ ის გინდათ გაიგოთ, რამდენს გვთავაზობს "იუვენტუსი" და რა ფასში გავასხვისებთ კავანის.

მინდა გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ედინსონი არ იყიდება და კიდევ დიდხანს ითამაშებს "ნაპოლის" შემადგენლობაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება აღარ მომიწევს".

ლაციოს ახალი სამიზნე
დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ "ლაციოს" მესვეურებს მოსკოვის ცსკა-დან კეისუკე ჰონდას გადაბირება სურთ, მაგრამ ამ საქმეს არა და არ დაადგა საშველი. სამაგიეროდ, დიდია შანსი, რომაელებმა სხვა ფრონტზე მიაღწიონ წარმატებას და 21 წლის მცველი, დავიდე სანტონი გაიფორმონ.

გემახსოვრებათ, სანტონი თავის დროზე "ინტერში" ასპარეზობდა და ამომავალი ვარსკვლავის სტატუსიც ჰქონდა, თუმცა დუგლას მაიკონთან კონკურენციაში დაიჩაგრა და იძულებული გახდა, რომ იჯარის წესით "ჩეზენაში" გადასულიყო; შემდეგ მისით "ნიუკასლი" დაინტერესდა და დავიდემაც ინგლისში ამოჰყო თავი.

ჯერ კიდევ გასული სეზონის მსვლელობისას სანტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ სამშობლოში სურდა დაბრუნება და აი, ამის შესანიშნავი შანსი მიეცა - მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ როგორც "გაძეტა დელო სპორტში" დაიწერა, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

როგორც რომაული კლუბის პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ განაცხადა, სანტონი მისი პრიორიტეტული სამიზნეა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯერ კიდევ იმედისმომცემი მცველი თავისთან წაიყვანოს. ვნახოთ, ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი.

იუვენტუსი
წავიდნენ: თ.ა; დელ პიერო - 4.0 მლნ; იმობილე (ჯენოა) - თ.ა; მანინგერი - გროსო (კარიერა დაასრულა) - 1.5 მლნ; პასკუატო (უდინეზე).

მივიდნენ: 9 მლნ; ასამოა (უდინეზე) - 9.4 მლნ; ისლა (უდინეზე) - 3.8 მლნ; ლეალი (ბრეშა) - თ.ა; პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი) - 11 მლნ; ჯოვინკო (პარმა) - 8 მლნ; კასერესი (სევილია).

მილანი
წავიდნენ: თ.ა; პაზინი (ჯენოა) - თ.ა; მისკევიჩი (ვისლა, პოლონეთი) - ოდო (კარიერა დაასრულა) - თ.ა; ნესტა - თ.ა; გატუზო (სიონი, შვეიცარია) - ინძაგი (კარიერა დაასრულა); თ.ა; ვან ბომელი (პსვ, ჰოლანდია) - თ.ა. ზეედორფი (ბოტაფოგო, ბრაზილია) - თ.ა; ძამბროტა.

მივიდნენ: 4 მლნ; აჩერბი (კიევო) - ა; კონსტანტი (ჯენოა) - 0.5 მლნ; გაბრიელი (კრუზეირო, ბრაზილია) - თ.ა; მუნტარი (ინტერი) - თ.ა; მონტოლივო (ფიორენტინა) - თ.ა; ტრაორე (ნანსი).

უდინეზე
წავიდნენ: ა; პასკუატო (ბოლონია) - 9 მლნ; ასამოა (იუვენტუსი) - 9.4 მლნ; ისლა (იუვენტუსი) - 5 მლნ; დენისი (ატალანტა) - ა; ფლორო ფლორესი (გრანადა, ესპანეთი) - 3 მლნ; დუბაი (სოშო, საფრანგეთი) - თ.ა; ვუადინოვიჩი (შტურმი, ავსტრია) - თ.ა; ზლამალი (სიგმა, ჩეხეთი).

მივიდნენ: 1.5 მლნ; პასკუატო (იუვენტუსი) - 3 მლნ; ვილიანსი (ფლამენგო, ბრაზილია) - 3 მლნ; ორტო (კანი, საფრანგეთი) - 3 მლნ; აპლანი (მალდონალდო, ურუგვაი) - 0.5 მლნ; პავლოვსკი (ლეგია, პოლონეთი).

ლაციო
წავიდა: არავინ.
მივიდა: თ.ა; ედერსონი (ლიონი, საფრანგეთი).

ნაპოლი
წავიდა: 26 მლნ; ლავეცი (პსჟ, საფრანგეთი).
მივიდნენ: თ.ა; ბარიტე (ვიჩენცა) - 7.5 მლნ; პანდევი (ინტერი).

ინტერი
წავიდნენ: 7.5 მლნ; პანდევი (ნაპოლი) - თ.ა; მუნტარი (მილანი) - კორდობა (კარიერა დაასრულა).

მივიდნენ: თ.ა; ბარდი (ლივორნო) - 11 მლნ; პალასიო (ჯენოა) - 11 მლნ; გუარინი (პორტუ, პორტუგალია).

რომა
წავიდნენ: თ.ა; სისინიო - 0.25 მლნ; პეტინარი (კროტონე) - 0.3 მლნ; სტოიანი (ბარი) - 0.25 მლნ; ფლორენცი (ბარი) - 1.2 მლნ; კაპრარი (პესკარა).

მივიდნენ: 3.5 მლნ; მარკინიო (ფლუმინენსე, ბრაზილია), 1 მლნ; ტალო (კიევო) - 0.1 მლნ; მალომო (ალბინოლეფე).

პარმა
წავიდნენ: ა; ფელშერი (პადოვა) - ა; სკიავი (სპეცია) - 11 მლნ; ჯოვინკო (იუვენტუსი), თ.ა; ლაპადულა (ჩეზენა).

მივიდნენ: თ.ა; ამაური (ფიორენტინა) - 3.5 მლნ; ბიაბიანი (სამპდორია) - 2.5 მლნ; ბელფოდილი (ლიონი, საფრანგეთი) - 3.8 მლნ; პავონი (ნასიონალი, ურუგვაი) - 1 მლნ; ჰაიმე ვალდესი (სპორტინგი, პორტუგალია) - თ.ა; ნინისი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი).

ბოლონია
წავიდნენ: თ.ა; დი ვაიო (მონრეალი, კანადა) - თ.ა; რაგი (მონაკო, საფრანგეთი).

მივიდნენ: ა; პასკუატო (უდინეზე) - თ.ა; რივეროლა (ბარსელონა B).

კიევო
წავიდნენ: 1 მლნ; ტალო (რომა) - 4 მლნ; აჩერბი (მილანი).

მივიდა: თ.ა; ტანალია (ჯაკომენსე).

კატანია
წავიდა: არავინ.

მივიდნა: ა; სალიფუ (ფიორენტინა).

ატალანტა
წავიდნენ: თ.ა; ბასელი (ჩიტადელა) - თ.ა; ბაშა (ტორინო) - ა; სუაგერი (პიზა) - დონი (კარიერა დაასრულა).

მივიდნენ: 5 მლნ; დენისი (უდინეზე) - 1 მლნ; კაცოლა (იუვე სტაბია).

ფიორენტინა
წავიდნენ: თ.ა; ამაური (პარმა) - ა; სალიფუ (კატანია) - თ.ა; კროლდრუპი - თ.ა; მონტოლივო (მილანი) - თ.ა; ნატალი.

მივიდა: 3.5 მლნ; კასანი (პალერმო).

სიენა
წავიდნენ: 1.5 მლნ; როზეტინი (კალიარი) - თ.ა; ოდიბე (არსენალი, უკრაინა).

მივიდა: 1.3 მლნ; destroy (ჯენოა).

კალიარი
წავიდა: არავინ.

მივიდნენ: 5.5 მლნ; რიბეირუ (რენტისტასი) - 3.2 მლნ; პინილია (პალერმო) - 1.5 მლნ; როზეტინი (სიენა).

პალერმო
წავიდნენ: 3.2 მლნ; პინილია (კალიარი) - 3.5 მლნ; კასანი (ფიორენტინა) - თ.ა; გონსალესი (ნოვარა) - თ.ა; ლარიბი (სასუოლო).

მივიდნენ: 0.8 მლნ; მორგანელა (ნაპოლი) - 1.3 მლნ; ბრიენცა (სიენა).

ჯენოა
წავიდნენ: თ.ა; ედუარდო (ისტანბულსფორი, თურქეთი) - 0.2 მლნ; კარაჩოლო (ბრეშა) - 1.3 მლნ; დესტრო (სიენა) - თ.ა; პარფე (ჩეზენა) - ა; კონსტანტი (მილანი) - 11 მლნ; პალასიო (ინტერი) - 5 მლნ; პაპასტატოპულოსი (ვერდერი, გერმანია).

მივიდნენ: თ.ა; დიეგო როსადუ (სპორტინგი, პორტუგალია) - თ.ა; პაზინი (მილანი) - 1 მლნ; ანსელიმუ (პალმეირასი, ბრაზილია) - თ.ა; ფონ ბერგენი (ჩეზენა) - 4 მლნ; იმობილე (ჩეზენა) - 1.13 მლნ; პოპო (უნივერსიტარიო, პერუ) - თ.ა; ტოშერი (გენკი, ბელგია).

პესკარა
წავიდა: თ.ა; სანსოვინი (სპეცია).

მივიდნენ: თ.ა; ბერარდოკო (პიზა), 1.2 მლნ; კაპრარი (რომა).

ტორინო
წავიდა: თ.ა; ებაგუა (ვარეზე).

მივიდა: თ.ა; ბაშა (ატალანტა).

სამპდორია
წავიდა: 3.5 მლნ; ბიაბიანი (პარმა).

მივიდა: 3.2 მლნ; ედერი (ჩეზენა).

შენიშვნა: თ.ა. - თავისუფალი აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული