უეფა ტურინის "იუვენტუსს" 420 ათას ევროს გადაუხდის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ჯორჯო კიელინის ტრავმის გამო, რომელიც ფეხბურთელმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მიიღო, უეფასგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მარტში ევროპულ კლუბთა ასოციაციასა და უეფას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით, უეფა ფეხბურთელების ნაკრებში თამაშის დროს მიღებული ტრავმების ხარჯს თავის თავზე აიღებს.

ჯამში ტურინელები უეფასგან კომპენსაციის სახით 420 ათას ევროს მიიღებენ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული