აქამდე, ღია იყო ჟულიო სეზარის საკითხი, დღეს კი უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზილიელი კიპერი მილანურ გუნდს გამოეთხოვება.
საქმე იმაშია, რომ "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა სტრამაჩონიმ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, ვისაც საწვრთნელ შეკრებაზე წაიყვანს, მათ რიცხვში კი ჟულიო სეზარი არ ფიგურირებს.
ეს განაჩენია, ბრაზილიელს "ნერაძურიში" აღარაფერი ესაქმება და ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.
27 წლის არგენტინელმა მცველმა იტალიური კარიერა "კატანიაში" ასპარეზობით დაიწყო, შემდეგ "პალერმოში" გადავიდა და მომდევნო სეზონიდან უკვე "ინტერის" ღირსებას დაიცავს.
"მილანისგან" განსხვავებით, "ინტერის" მესვეურები განაგრძობენ აქტიურობას სატრანსფერო ბაზარზე და ახალი სამიზნეც არჩეული ჰყავთ - ლაპარაკია "კორინთიანსის" 23 წლის ნახევარმცველ პაულინიოზე, რომელიც "კოპა ლიბერტადორესის" მოქმედი გამარჯვებულია და ამ ტრიუმში დიდი წვლილიც მიუძღვის. პაულინიოს ერთი თამაში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული და საერთოდ, ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.
პაულინიოს "კორინთიანსთან" სამწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, მაგრამ მილანელები ამას არ უშინდებიან და ბრაზილიელებისთვის ოფიციალურ წინადადებას ამზადებენ - კულუარული ინფორმაციით, ლაპარაკია 7 მილიონ ევროზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, 10-მდეც თავისუფლად გაიზრდება. ვნახოთ, რა პოზიციას დაიჭერენ ბრაზილიური კლუბის მესვეურები...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"