"ტორინოს" პრეზიდენტის ბიზნეს-პროექტი: ანჯელო ოგბონა არ იყიდება

AutoSharing Option
დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ "ტორინოს" ახალგაზრდა მცველი ანჯელო ოგბონა მალე რომელიმე იტალიურ გრანდში გადაბარგდება;

ყველაზე ხშირად "მილანისა" და "იუვენტუსის" ვარიანტებზე საუბრობდნენ, ბოლოს კი წინა პლანზე სწორედ "ვეკია სენიორამ" წამოიწია. მიუხედავად იმისა, რომ ანჯელოს სატრანსფერო ღირებულება 15-20 მილიონის ფარგლებშია, "ბიანკონერის" მესვეურები მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ, მაგრამ 6 ივლისს ეს ამბავი "ტორინოს" პრეზიდენტმა გამორიცხა - მოვუსმინოთ ურბანო კაიროს:

"ანჯელოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და შეთავაზებებიც უხვად მივიღეთ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა წინადადებაზე უარი განვაცხადეთ.

ოგბონა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მინიმუმ ერთი
სეზონი აუცილებლად დარჩება "ტორინოში".

ეს თავად ოგბონას სურს და არც ჩვენ გვინდა, რომ წამყვან ფეხბურთელს შეველიოთ. მოკლედ, ანჯელო არ იყიდება და ეს ჩემი საბოლოო სიტყვაა".

იტალიელმა ჟურნალისტებმა "ტორინოს" პრეზიდენტი სიყალბეში დაადანაშაულეს - მათი ვარაუდით, სენიორ ურბანოს ნაკლებად აღელვებს გუნდის სპორტული ინტერესები და ოგბონას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს ერთი წლით, როგორც ეს თავად განაცხადა, რომ 2013 წლის ზაფხულს გაცილებით დიდ ფასად გაასხვისოს.

მართალია, ოგბონას თვითონ უკვე 20 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ რეალურად, ამხელა თანხას არცერთი გუნდი გადაიხდის, რადგან 24 წლის მცველი აქამდე მხოლოდ სერია B-ში ასპარეზობით გამოირჩა და დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის.

აი, თუ ანჯელო სერია A-ში გამოიჩენს თავს, შემდეგ "ტორინოს" პრეზიდენტს თავისუფლად შეეძლება თამასის აწევა და გათვლაც სწორედ ასეთი უნდა ჰქონდეს. პრინციპში, ვერც გაამტყუნებ - ფეხბურთი ხომ სპორტთან ერთად, ბიზნესიცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული