ფლორენციელები გააქტიურდნენ

AutoSharing Option
დიდი ხანია, "ფიორენტინას" მესვეურებს სატრანსფერო ბაზარზე არ უაქტიურიათ და შესაძლოა, ტრადიცია ამ ზაფხულს დაარღვიონ.

ერთობ მოულოდნელი გამოდგა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლორენციელები სერიოზულად გაძლიერებას გეგმავენ და სამიზნეებიც შერჩეული ჰყავთ. ერთ-ერთი სამიზნე მარუან შამახი გახლავთ, რომელიც "არსენალის" ღირსებას იცავს, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი და გასხვისებას უპირებენ.

28 წლის მაროკოელი შემტევის გადაბირება სწორედ ფლორენციელებმა მოიწადინეს და ლონდონელებს თანხის დასახელება სთხოვეს.

"შამახის გადაბირება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის.

ლონდონელებმა ისეთი პირობები გვითხრეს, რომელთა შესრულება სავსებით რეალურია და გამომდინარე
აქედან, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

დიდი იმედი მაქვს, რომ თავად ფეხბურთელს ფლორენციაში გადმობარგების სურვილი აქვს და მოლაპარაკების პროცესზე წამოვა. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა", - აცხადებს ფლორენციელთა პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული