დიახ, 28 წლის არგენტინელი ფორვარდი ლომბარდიულმა გრანდმა არ გამოისყიდა და ფეხბურთელიც ავტომატურად "კატანიას" დაუბრუნდა. თუმცა, როგორც სიცილიური კლუბის მესვეურები აცხადებენ, თავად ფეხბურთელს არ სურს "კატანიაში" დაბრუნება და რა გაგრძელება ექნება ამ ამბავს, ჯერჯერობით რთული სათქმელია... მოვუსმინოთ სიცილიური კლუბის სპორტულ დირექტორ სერჯო გასპარინს:
"გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იმ 32 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებსაც შეკრებაზე იახლებს და მათ შორის გახლავთ არგენტინელი თავდამსხმელი მაქსი
თუმცა, ჩემი ბოლო ინფორმაციით, მაქსის არ სურს "კატანიაში" დაბრუნება და არც შეკრებაზე გამოცხადებას აპირებს. ეს ამბავი ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ინფორმაცია სანდო წყაროსგან მაქვს და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება.
მაქსიმ პრესასთანაც არაერთხელ განაცხადა, რომ "მილანში" უნდა კარიერის გაგრძელება და არა "კატანიაში". ლომბარდიელებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს და თუ ჩვენთან თამაში არ უნდა, მაშინ ტრანსფერზე დადგება. მის ნაცვლად საკმაოდ სოლიდურ თანხას მოვითხოვთ, რადგან ლოპესი მაღალი კლასის ფორვარდია.
თუ არ გაიყიდა? - თუ არც შეკრებაზე გამოცხადდა და არც გაიყიდა, მაშინ მინიმუმ ნახევარი სეზონი უფეხბურთოდ მოუწევს ყოფნა, რადგან მთავარი გუნდიდან მოიკვეთება. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"