მილანის "ინტერი" ლუკას მოურას სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" "სან-პაულუს" ლუკას მოურას სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა.

"ნერაძურის" გარდა, ფეხბურთელის გადაბირება ლონდონის "ჩელსისაც" სურს, რომელიც იტალიური გრანდის მიერ შეთავაზებულ თანხაზე 5 მილიონით მეტის გადახდას აპირებს.

"სან-პაულუს" ნიჭიერმა ჰავბეკმა ლუკას მოურამ ადრე განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, გუნდი ამ ზაფხულს დატოვოს.

მომზადებულია Lancenet-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული